ხედვა:
კოლეჯი „ქართლი“ საქართველოში და საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო სივრცე შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების სწავლებასა და დასაქმება-მეწარმეობის ხელშეწყობაში
მისია:
კოლეჯი „ქართლი“ მრავალპროფილური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას ტრადიციული ხელობებისა და თანამედროვე პროფესიების მიმართულებებით.
ღირებულებები:
ჩვენი კულტურით პოზიტიური ცვლილებები შეგვაქვს ადმიანების ცხოვრებაში.
ჩვენი სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის, უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში, უზრუნველვყოფთ სწავლის, მუშაობისა და განვითარების თანაბარ შესაძლებლობებს.
ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მაღალი სტანდარტების, ინკლუზიურ და მდგრად პლატფორმას მისიის შესასრულებლად, რომელიც ეფუძნება:
- კეთილსინდისიერებას
- პროფესიონალიზმს
- გუნდურობას
- ინიციატიურობის წახალისებას
- სტუდენტზე ორიენტირებულობას
- ინოვაციურობის მხარდაჭერას
- ტექნოლოგიურ განვითარებას
- საქმიანობის გამჭვირვალობას
- პარტნიორებთან თანამშრომლობას
- სოციალურ პასუხისმგებლობას
დევიზი (სლოგანი): „განათლება გვაძლიერებს“